Georgia

საქართველო ოკუპირებულია

Georgia is occupied – let’s say it loudly, let’s let the world know!

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა სამყარო თავიდან აღმომაჩენინეს, ახლა კი დროა, მათ Inner Sound-ებზე დანარჩენ მსოფლიოსაც მოვუყვე. და რომელია მათ შორის ყველაზე ხმამაღალი?

მჯერა რომ თავისუფლება, რომლითაც ჩვენ ყველანი დავიბადეთ, ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს. ისტორია კი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მოყვება, არასდროს დანებდება წინაღობებს. ქართველებმა სწორედ ასეთი მეამბოხე თავისუფლებისა და დაუღალავი ბრძოლისუნარიანობით შემაყვარეს თავი. ამის შემდეგ შეუძლებელია არ გჯეროდეს, რომ ვერავინ წაგართმევს ერთობას, როგორ ბევრჯერაც არ უნდა ცადონ.

და მაინც, როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია. მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და ხეტიალის ისტორიები "ხმების შეგროვებითა" და შემდეგ მათი გავრცელებით იქმნება. საქართველოშიც "ხმების შემგროვებლობამ" მომიყვანა. მაშინ, როდესაც ხმა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანია, მსურს მისი გავრცელების შესაძლებლობა სხვებსაც მივცე.

მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში.


არა რუსულ ოკუპაციას ჯოვანი მორა

ჯოვანი მორა საქართველო - არა რუსეთის ოკუპაციას

*დიზაინის ავტორი: გიორგი პოპიაშვილი

შემდეგ წაკითხვა

Giovanni Morra
Virtual Accessories